რუსლან სტეფანჩუკი: ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყოს წარმატებული, რათა ჩვენმა კოლეგებმა, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში

Read Time:38 Second

ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყოს წარმატებული, რათა ჩვენმა კოლეგებმა, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში, – ამის შესახებ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

„ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. იქ არის ძალიან ბევრი ცნობილი პარლამენტარი. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია 1-ელ ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევა წელს სკოლაში მივიდეს
Next post ქალი, რომელსაც თბილისში ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა