რუსი ოლიგარქი-პირობას ვდებ, მილიონ დოლარს გადავუხდი მას, ვინც პუტინს დააპატიმრებს

Read Time:1 Minute, 0 Second

„პირობას ვდებ, 1 000 000 დოლარს გადავუხდი იმ ოფიცრებს, ვინც თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას დააპატიმრებს პუტინს, როგორც სამხედრო დამნაშავეს რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ – ამის შესახებ წარმოშობით რუსმა ბიზნესმენმა ალექს კონანიხინმა ისაუბრა.

კონანიხინმა აღნიშნა, რომ როგორც რუსს, ვალდებულება აქვს ხელი შეუწყოს რუსეთის დენაციფიკაციას და გვერდით დაუდგეს უკრაინას გმირულ ბრძოლაში.

„როგორც ეთნიკური რუსი და რუსეთის მოქალაქე, ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, ხელი შევუწყო რუსეთის დენაციფიკაციას. მე გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას მის გმირულ ბრძოლაში. პუტინმა ლიდერობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც „მოწინააღმდეგეები მოკლა“ და მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ფინანსური მაგნატი გულისხმობს 1999 წლის 9 სექტემბერს გურიანოვის ქუჩაზე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დამანგრეველ აფეთქებას, რომელსაც 40 ადამიანი შეეწირა, 152 კი დაშავდა.

პუტინმა, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, პირობა დადო, რომ გაარკვევდა ვინ იდგა აფეთქების უკან, რამაც გამოიწვია მისი რეიტინგის მატება. იური ფედოროვის მიერ რადიო თავისუფლებისთვის დაწერილ სტატიაში კი ის ამტკიცებდა, რომ პუტინს არ ექნებოდა პრეზიდენტობის გამარჯვების შანსი, რომ არა ეს აფეთქება.

კონანიხინი ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი იყო რუსეთში, სანამ 1992 წელს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა, მას შემდეგ რაც ყოფილ კგბ-ს აგენტებს ჰქონდათ მისი გატაცების მცდელობა, რომლებსაც სავარაუდოდ მისი ბიზნესის მოპარვა სურდათ, ის გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ახლა ხელმძღვანელობს რამდენიმე კორპორაციას, მათ შორის KMGi Group-ს. ის, ასევე, იყო რუსული კორუფციის ხმამაღალი კრიტიკოსი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სანქციები თავდაცვის 22 უწყებას, სანქციები ექსპორტის კონტროლზე და ავიახომალდებზე – აშშ-ს მორიგი ნაბიჯი რუსეთ-ბელარუსის წინააღმდეგ
Next post რუსებმა ქალაქი იზიუმი დაბომბეს – არის მსხვერპლი