რუსი დიპლომატების მეორე ნაკადმა ვაშინგტონი დატოვა

Read Time:26 Second

პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა რუსი დიპლომატების მეორე ნაკადმა ვაშინგტონი უკვე დატოვა. სპეციალურმა რეისმა სამშობლოში დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები დააბრუნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

Flightradar 24-ზე ხელმისაწვდომ ინფორმაციაში ეწერა, რომ Il-96-300 თვითმფრინავმა აშშ დალასის აეროპორტიდან დატოვა. როგორც რუსული მედია წერს, საერთო ჯამში მოსკოვში 171 ადამიანი გაფრინდა.

ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გააძევა თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო. 140 რუსი დიპლომატის გაძევება კრემლისთვის უბრალო გაღიზიანებასა და დისკომფორტზე უფრო მეტია და მტკივნეული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ომბუდსმენმა 2017 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიში პარლამენტს წარუდგინა
Next post აუდიტის ფინანსური აუდიტი შესაძლოა საერთაშორისო კომპანიამ განახორციელოს