რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის კონსულტაციები გაიმართება

Read Time:27 Second

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით, „ლელოსთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

„დღეს გვექნება შეხვედრა. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა პარტიაშიც. იცით, რომ დავით კირკიტაძე არის მნიშვნელოვანი ფიგურა რუსთავში ოპოზიციურ ფრონტზე და მისი მოსაზრებები უნდა გავითვალისწინოთ. კონსულტაციების დასრულების შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტი უსამართლოდ მოექცა, როცა მანდატი ჩამოართვა.

„მნიშვნელოვანია ბრძოლის გაგრძელება და ის, რომ ამ ბრძოლაში ოპოზიციამ ერთიანი ფრონტი აჩვენოს. ამიტომ ვფიქრობ, კოორდინირებული მოქმედებები აუცილებელია“, – დასძინა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობის სტრატკომი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები აქვს, სრული დეზინფორმაციაა
Next post იენს სტოლტენბერგი: მინისტერიალის ფარგლებში, ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან ვითარებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა ასევე შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან და საქართველოდან