მთავრობის სტრატკომი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები აქვს, სრული დეზინფორმაციაა

Read Time:42 Second

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ეხმაურება ცალკეული მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები აქვს.

მათი შეფასებით, ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომლის გავრცელება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.

„აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ყალბი ინფორმაცია ცალკეულმა მედიასაშუალებებმა 2020 წლის მაისშიც გაავრცელეს, რასაც პასუხი გაეცა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ეს არის ცრუ და გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურებრივი შემხებლობა ჰქონდა ბევრ ადამიანთან, მათ შორის ნახსენებ პიროვნებასთან, აკაკი ჩხენკელთან. ეს პირი გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრამდე და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამ პერიოდის შემდეგ პრემიერ-მინისტრს მასთან არანაირი სახის ურთიერთობა აღარ აკავშირებს. შესაბამისად, ეს ვარაუდი თუ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: არცერთი უსახლკარო არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე – მე არ ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც 3-3 ავტომობილი, სხვადასხვა რეგიონში მიწები და საცხოვრებელი ბინები აქვთ
Next post რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის კონსულტაციები გაიმართება