რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია – სუს-ი

Read Time:35 Second

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე – ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: ქალს დაფასება სჭირდება და არა განფასება რიგითობის მიხედვით – ხალხის რჩეული უნდა იყოს ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი და არა სქესის მიხედვით შერჩეული პირი
Next post მამუკა მდინარაძე: მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, დაიწყოს საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე, ამ მოთხოვნაში ჩვენ ვართ კატეგორიული