სამშაბათი, იანვარი 27, 2026

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის პრეზიდენტის სირიის შესახებ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ასევე თურქეთში დაგეგმილი ატომური სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ერდოღანი და პუტინი ატომური სადგურის საძირკველის ჩაყრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიადევნებენ თვალს. აქქუიუს ბირთვული სადგური 20 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. თურქეთის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ აქქუიუს მშენენლობის ლიცენზია რუსულ როსტომზე გასცა, რომელმაც ბირთვული სადგურის პირველი ნაწილი უნდა ააშენოს. მშენებლობაზე დაახლოებით 10 ათასი დასაქმდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.

27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა

დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა.2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ - გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული და მძევლობაში გარდაცვლილი ბოლო ადამიანის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული და მძევლობაში გარდაცვლილი ბოლო ადამიანის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.სერჟანტ რან გვილის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია და ის ისრაელში გადაასვენეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლისას მძევლების დაბრუნებას ისრაელისთვის განსაკუთრებული მიღწევა უწოდა.ბოლო ცხედრის სამშობლოში დაბრუნება კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზის სექტორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა დასრულებულია. გეგმის მეორე ფაზა „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, ასევე ანკლავის აღდგენის ხანგრძლივ სამუშაოებს ითვალისწინებს.„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ყველას დავაბრუნებდით და ყველა დავაბრუნეთ. ღაზაში მძევლები აღარ არიან. მადლობას ვუხდით „ცაჰალის“ ჯარისკაცებსა და შინ-ბეთს უნაკლოდ შესრულებული მისიისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას კრძალავს. ინიციატივა არასრულწლოვანებში კიბერბულინგის და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება.საფრანგეთის პრეზიდენტმა მთავრობას უკვე დაავალა დაჩქარებული პროცედურების ინიციირება, რათა პროექტი კანონად შემჭიდროებულ ვადებში იქცეს. ცნობილია, რომ ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, დააწესოს სოციალურ მედიაზე წვდომისთვის მინიმალური ასაკი, თუმცა შეზღუდვების დაწესება წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

ბოლო სიახლეები