ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის პრეზიდენტის სირიის შესახებ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ასევე თურქეთში დაგეგმილი ატომური სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ერდოღანი და პუტინი ატომური სადგურის საძირკველის ჩაყრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიადევნებენ თვალს. აქქუიუს ბირთვული სადგური 20 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. თურქეთის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ აქქუიუს მშენენლობის ლიცენზია რუსულ როსტომზე გასცა, რომელმაც ბირთვული სადგურის პირველი ნაწილი უნდა ააშენოს. მშენებლობაზე დაახლოებით 10 ათასი დასაქმდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული, ომის ბატონები თავს აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ მხოლოდ წამია საჭირო განადგურებისთვის, ხოლო აღდგენა ხშირად მთელ...

რომის პაპი აცხადებს, რომ სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა კამერუნში გამართულ სამშვიდობო შეხვედრაზე გამოსვლისას აღნიშნა.„სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული. ომის ბატონები თავს აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ მხოლოდ წამია საჭირო განადგურებისთვის, ხოლო აღდგენა ხშირად მთელ სიცოცხლეს მოითხოვს. თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მკვლელობასა და განადგურებაზე მილიარდობით დოლარი იხარჯება, ხოლო განკურნებისთვის, განათლებისა და აღდგენისთვის საჭირო რესურსები სადაც უნდა ეძებო, ვერსად ნახავ. იესომ გვითხრა: ნეტარ არიან მშვიდობის მქმნელნი, მაგრამ ვაი მათ, ვინც სარგებლობს რელიგიით და თვით ღმერთის სახელით საკუთარი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებისთვის, წმინდას ბნელეთსა და ჭუჭყში მიათრევს“, – განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება

ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ირანთან შეთანხმების დადებასთან ძალიან ახლოსაა.„ირანთან შეთანხმებას ვდებთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება, ეს იქნება შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით...

ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ მცდელობას რევოლუციისას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.„5 რევოლუციის მცდელობა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა, ეს იყო აკერმანის სახელმძღვანელოს მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული მცდელობები, რომ საქართველოში რევოლუციები მომხდარიყო. ასეთი მცდელობები გვახსოვს თუმცა ისიც კარგად გვახსოვს, რომ ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა. არც ერთ მათგანს შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას.როდესაც გავრცელდა ბლაჟევიჩის ტრენინგებთან დაკავშირებით ინფორმაცია, საგულისხმოა ეს ფაქტი, ყურადსაღებია. კონკრეტულად ამ ტრენინგის შინაარსი არ ვიცით მაგრამ ისიც გვახსოვს, როდესაც სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია და ვიდე-მასალა, როდესაც ტრენინგზე საუბარი იყო იმაზე თუ როგორ მოეწყოს არეულობა, გარკვეული რევოლუციური გზები, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს და ა.შ. მეორე მხრივ ამბობდნენ იმას, რომ თითქოს ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტრენინგებს ეხებოდა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს იმაზე, რომ მას ეს ინფორმაცია აქვს და ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები აქვს განხორციელებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ტრენინგებსაც სწორედ იმგვარი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს, რომელიც აქამდე მოგვისმენია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიული შეთანხმება დავდოთ

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიული შეთანხმება დავდოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ. პრეზიდენტი ტრამპი აპირებს ჩემი და ლიბანის პრეზიდენტის მიწვევას, რათა შევეცადოთ ამ შეთანხმების წინსვლას. მე დავთანხმდი პაუზას, უფრო ზუსტად კი 10-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტას, რათა ვეცადოთ წინ წავიწიოთ შეთანხმება, რომლის განხილვაც ვაშინგტონში ელჩების შეხვედრის დროს დავიწყეთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, ისრაელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქვს ორი ფუნდამენტური მოთხოვნა. კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა, რომელიც ისრაელს ლიბანის მთავრობასთან შემდგომ მოლაპარაკებებში წაუყენებს, „ჰეზბოლას“ განიარაღება.„ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩვენ გვაქვს ორი ფუნდამენტური მოთხოვნა: პირველი, „ჰეზბოლას“ განიარაღება. მეორე, მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება, მშვიდობა ძალით. ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, „ჰეზბოლამ“ დაჟინებით მოითხოვა ორი პირობა: პირველი პირობა იყო, რომ ისრაელი უნდა გასულიყო ლიბანის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისო საზღვრამდე. მეორე პირობა იყო ცეცხლის შეწყვეტა „სიჩუმე სიმშვიდის სანაცვლოდ“ შეთანხმებაზე დაყრდნობით. მე არცერთ მათგანს არ დავეთანხმე და სინამდვილეში, არცერთი ეს პირობა არ სრულდება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში რჩებიან.„ჩვენ ლიბანში ვრჩებით, გაძლიერებულ უსაფრთხოების ზონაში. ეს არის 10 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონა, რომელიც გაცილებით ძლიერი, გაცილებით უწყვეტი და გაცილებით მყარია, ვიდრე ის, რაც ადრე გვქონდა“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მან მითხრა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს საზღვაო ბლოკადა და ასევე დაშალოს ირანის ბირთვული შესაძლებლობები, რაც არ უნდა დარჩენილიყო მათგან. ის ამაზე დანებებას არ აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ერთად გაკეთებული დიდი საქმეების შემდეგ, ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას შეძლებს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„მამა პაისთან ხომ ყოველთვის სასწაული უნდა მოხდეს, თუნდაც ისეთი პატარა, როგორიც დღეს…“ – რის შესახებ წერს დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზი სერაფიმე დანელია სოციალურ ქსელში რა გადახდა მას და მის ოჯახს მამა პაისის საფლავზე.„მამა პაისთან ხომ ყოველთვის სასწაული უნდა მოხდეს! თუნდაც ისეთი პატარა, როგორიც დღეს...დღეს მამა პაისთან ჩვენი ოჯახის მისვლა, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს დაემთხვა და როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, მე, ფოფოდიას და ჩვენს შვილიშვილს, კირას მოგვიწია, მამაოს საფლავის წინ დგომა და ასობით მომლოცველის მსვლელობის პარალელურად, ქართულად გალობა ორი საათის განმავლობაში...ასე გამოვიდა...მე და ფოფოდია ადრევე შეგვიშვეს, ხოლო შვილებს რიგში ჩადგომა მოუწიათ, ამიტომ ეს დრო, სანამ ჩვენი შვილები მ. პაისის საფლავამდე მოაღწევდნენ, ჩვენ აღდგომის საგალობლებიც მოვასწარით, ღვთისმშობლისა და მ. პაისის პარაკლისიც და ყველას სახელებით მოხსენიებაც...სხვა ვერაფერი მოგართვით მამა პაისი, შეიწირე დღეს ჩვენი ქართული გალობა“,

ბოლო სიახლეები