რუსეთის დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს.

Read Time:1 Minute, 8 Second

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსი მოწინააღმდეგეები 16:7 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს.

პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე, ვასილ ლობჟანიძემ დადო და ანგარიშიც გაიხსნა. რამდენიმე წუთში თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და ანგარიში 10:0 გახადა. 61-ე წუთზე ლელო რუსეთის ნაკრებმაც დადო და სხვაობა 3-მდე შემცირდა (10:7). შეხვედრის 66 წუთზე თავი კვლავ ჯარიმით გამოიჩინა თედო აბჟანდაძემ და ანგარიში 13:7 გახდა. მატჩის 74 წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. შედეგად, შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 16:7 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება 23 ქულითა და 5/5 გამარჯვებით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე, უკვე გაინაღდეს რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

თამაშს პირდაპირ ეთერს ტელეკომპანია „იმედი“ გადასცემდა. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.

შერკინების პირველ ხაზში ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შეუწყვილდა, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 18 მატჩიდან, 17 შემთხვევაში მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდნენ ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია. ჯავახიას ნაკრების კვართით ოთხჯერ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა ყველა ჯერზე შეცვლაზე შედიოდა და ახლა სასტარტოში პირველად იყო.

2018 წლის ივნისის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო მიხეილ გაჩეჩილაძე. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იყო, რომელმაც ამ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონია ვიხილეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს
Next post თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს