რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

Read Time:26 Second

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება, აიძულოს მას ჯარის გაგზავნა უკრაინიდან ამერიკელების გამოსაყვანად, ბაიდენმა უპასუხა, რომ არცერთმა, რადგან მისი თქმით, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან, ეს მსოფლიო ომია.

„ჩვენ ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც უფრო ხშირად დაინახავს ჩვენი საზოგადოება ამ ხალხის ქცევას, მათ დამოკიდებულებას და აზრებს, კიდევ უფრო დაბლა წავა მათი რეიტინგი
Next post ბადრი ჯაფარიძე: ასეთი სისულელე თქვა უგულავამ, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენო? არ მგონია, ეთქვას