ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც უფრო ხშირად დაინახავს ჩვენი საზოგადოება ამ ხალხის ქცევას, მათ დამოკიდებულებას და აზრებს, კიდევ უფრო დაბლა წავა მათი რეიტინგი

Read Time:44 Second

საქართველოს პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მომდევნო კვირიდან იწყებს. ინიციატივა ნაცმოძრაობას ეკუთვნის და მიზანი მხოლოდ ერთია – დაამტკიცონ პატიმარი ლიდერის მათივე თქმით, წამება და უფლებების დარღვევა. შეძლებს თუ არა სააკაშვილის პარტია კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მობილიზებას ამას უახლოეს მომავალში გავარკვევთ. მანამდე კი გეტყვით, რომ რეგლამენტის მიხედვით კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესს ემიჯნება, ნაწილი კი მხარდაჭერას აპირებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

„მათ მიერ ამ საკითხის დაყენება განპირობებულია იმით, რომ რაიმე ფორმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალური ამყოფონ საზოგადოების წინაშე და რაღაც შოუ დადგან, რაღაცის ინსცენირება მოაწყონ. მათი მიზანი არის არა შინაარსის დადგენა, არამედ უბრალოდ ცდილობენ, რომ კამერების წინ მათი პოზირება რაც შეიძლება ხშირი იყოს. ეს ერთი მხრივ, შეიძლება ცუდიც არ იყოს. რაც უფრო ხშირად დაინახვას ჩვენი საზოგადოება ამ ხალხის ქცევას, მათ დამოკიდებულებას და აზრებს, კიდევ უფრო დაბლა წავა მათი რეიტინგი“, – განაცხადა ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, არის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც ევროკავშირის მხარე თავადაც აღნიშნავს
Next post რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს