ბადრი ჯაფარიძე: ასეთი სისულელე თქვა უგულავამ, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენო? არ მგონია, ეთქვას

Read Time:39 Second

ასეთი სისულელე თქვა გიგი უგულავამ, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენო? მე ასეთი სისულელე არ წამიკითხავს. არ მგონია, უგულავას ეგეთი რამ ეთქვას, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტს კითხვაზე, რომელიც გიგი უგულავას ინიციატივას ეხებოდა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ აპირებს. მისივე თქმით, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა და სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის“, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც გვქონია მიზანი. მგონი, თქვენ კარგად არ გაეცანით უგულავას განცხადებას, ჰკითხეთ ავტორს. ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რასაც თქვენ ამბობთ, არის სისულელე. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, სამოქმედო გეგმა, თავისი მხარდამჭერები უნდა გაზარდოს მაქსიმალურად, ეს არის სწორი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიგი უგულავა საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
Next post მიხეილ სარჯველაძე: საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო, პროცესები შევაჩეროთ და შევქმნათ უზარმაზარი ვაკუუმი 1-ლი მარტიდან, აბსოლუტური აბსურდია