რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს.
თუმცა, მისივე თქმით, ადამიანებს კრიტიკის უფლება აქვთ.
„ეკლესიის მისია არის სახარების ქადაგება, მშვიდობის ქადაგება. ვინმეს თუ სურს, გამაკრიტიკოს იმისთვის, რომ სახარებას ვქადაგებ… იმედი მაქვს, უბრალოდ მომისმენენ, ღვთის სიტყვების ღირებულების გამო“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლეო XIV კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის. „კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“, – აღნიშნა ტრამპმა.

