გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დისშვილმა გაავრცელა.
“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს, ფიზიკოსს და კონსტიტუციონალისტს, რომელმაც მთელი ცხოვრება განათლებას, ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა, ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება. მას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა. არტერიის ეს კონცერტიც ამას ეძღვნება” – დაწერა თამუნა ჯაფარიძემ.

