რომან გოცირიძე პარლამენტში უფრაქციო დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას

Read Time:34 Second

რომან გოცირიძე პარლამენტში უფრაქციო დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ბოიკოტის შეწყვეტაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილს სრულად სურს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა. ამ დროისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჯერ მხოლოდ კომიტეტებში იაქტიურებენ.

„მე უკვე ამოვწურე თავი „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში, პოლიტიკური საქმიანობის მხრივ. იყო განსხვავებები იდეოლოგიური კუთხით, ტაქტიკასთან დაკავშირებით. თუნდაც ის არათანმიმდევრულობა, რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა, და დღემდე ვერ გავრკვეულვართ, პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ბოიკოტი გამოგვეცხადებინა თუ არა. სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, პარტიაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმაც იქონია გავლენა. სამწუხაროდ, პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება. მე ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ შეიძლება ვყოფილიყავი თუნდაც მედიატორი. მე ვარ რომან გოცირიძე ჩემი ინდივიდუალური წარსულით და არავის დასამადლებელი საპარლამენტო მანდატი ჩემთვის არ არის“, – აცხადებს გოცირიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია
Next post არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა