რომან გოცირიძე ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე: პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა

Read Time:47 Second

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბოიკოტისტობა რა ნიშნავს, კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოს მათი შეცდომები. არიან ნახევრადბოიკოტისტებიც – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ”? დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა – მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, – წერს რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობას. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბიჭს ეძებენ
Next post იუსტიციის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა