იუსტიციის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

Read Time:29 Second

მინისტრმა მათ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში, პენიტენციურ და აღსრულების სისტემებში,  კომპლექსურ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან.

ისინი აქტიურად არიან ჩართული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში; მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში, მათი ქცევის პოზიტიური ცვლილების და საზოგადოებაში რეინტეგრაცის მიმართულებით; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობაში. სოციალური მუშაკების ჩართულობით აღსრულების პროცესში ხელი ეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას და დავების შეთანხმებით დასრულებას.

სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღე მსოფლიოში აღინიშნება  და საზოგადოების კეთილდღეობისთვის სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე: პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა
Next post A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის პირველ აპრილამდეა შესაძლებელი