როდიდან შეეძლებათ თბილისელ პენსიონერებს აუზითა და ფიტნესდარბაზით უფასოდ სარგებლობა

Read Time:36 Second

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. აღნიშნული პროგრამით კი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები ისარგებლებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ადამიანებს აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება დაუფინანსდებათ. მომსახურება თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს მოიცავს.

აღნიშნულია ისიც, რომ თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი, თუმცა რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები და ვის მიენიჭება უპირატესობა, გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. საინტერესოა ასევე ისიც, სად უნდა დარეგისტრირდნენ პირები, რომლებიც აღნიშნული პროგრამით სარგებლობას

გადაწყვეტენ. შეკითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ:

“ჯერჯერობით, სხვა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, რადგანაც პროგრამა ახლა მუშავდება. აღნიშნული პროგრამა თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილში შედიოდა და აუცილებლად განხორციელდება. სავარაუდოდ, მოქალაქეები შეთავაზებით ოქტომბრიდან ისარგებლებენ და სექტემბერში დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ.” – განაცხადეს თბილისის მერიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: რატომ უნდა აწუხებდეს აშშ-ის საელჩოს, ეგზომ ძლიერ, ერთი ენჯეოს ამბავი, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოიჯაყა თავი?
Next post თენგიზ ცერცვაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი