როგორ მოვხვდეთ გერმანიაში ბიუჯეტურად – რჩევები

Read Time:2 Minute, 21 Second

ფეისბუქ ჯგუფში ერთ-ერთი ადმინის, დუკი სანიკიძე გვიზიარებს რჩევს, თუ როგორ შეიძლება გერმანიაში მოვხვდეთ ბიუჯეტურად.

„გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ პოსტი.

წარმოგიდგენთ  საქართველოდან-გერმანიაში  მოსახვედრ ვარიანტებს, პირველი თამაშის პერიოდში.

პირველ სქრინებში იხილავთ ბილეთებს ქუთაისიდან-რომამდე, 15-16 ივნისს რომლის ღირებულებაც 300-350 ლარში მერყეობს.

ამავე თარიღებში (16-18) შეგიძლიათ რომიდან-დორტმუნდამდე ისევ ვიზეარით გამომგზავრება,მგზავრობის ღირებულებაც ქვემოთ სქრინებშია აღნიშნული და 30-40€ ჯდება. ასევე შეგიძლიათ რომიდან გამოფრინდეთ რაინეარით მემინგემამდე 15-17 რიცხვებში თანხა 40€-მდე ჯდება. მემინგემიდან კი დორტმუნდამდე მგზავრობა 50€-მდე დაგიჯდებათ.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ვინც რამოდენიმე დღით აპირებთ გერმანიაში  ჩამოსვლას,ან ისედაც ტრანსპორტის გამოყენება მოგიწევთ, შეიძინოთ 49€-იანი Deutschland Ticket რომლითაც ყველგან და ყოველთვის შეძლებთ ქვეყანაში მგზავრობას.

•შემდეგი ვარიანტი:ქუთაისი-პრაღა 14 და 17 ივნისს ბილეთის ფასს იხილავთ კომენტარებში 220 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, შემდგომ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფლიქსბასით პრაღიდან-დორტმუნდის მიმართულებით ფასები 20€-დან 70€-მდე მერყეობს და გზაში 11-13 საათი სჭირდება. •პარიზიდან ან საფრანგეთის ნებისმიერი სხვა ქალაქიდან წამომსვლელებს,შეგიძლიათ ისარგებლოთ ფლიქსბასით,ბილეთების ფასებს იხილავთ ქვემოთ. პარიზიდან-დორტმუნდამდე 20€-70€ მერყეობს.

ასევე შეგიძლიათ ქუთაისი-ბრიუსელის მიმართულებით მგზავრობა თუმცა 1 გზა საშუალოდ 400-500 ლარი ღირს,თუმცა ბრიუსელიდან დორტმუნდი სულ რაღაც 5-6 საათის სავალზე არის ფლიქსბასით და ბილეთების ფასი 20-დან 40 ევრომდე მერყეობს.

•ქუთაისი-კოპენჰაგენი 17 ივნისის ბილეთის ფასი 260 ლარი გახლავთ,ისევე როგორც უკან დასაბრუნებელი გზის(21ივნისი),კოპენჰაგენიდან კი ფლიქსბასის ფასი 20-დან 90 ევრომდე მერყეობს(ორივე გზა),თუმცა უნდა აღვნიშნო რომ გზას კოპენჰაგენიდან დორტმუნდამდე ამ მარშრუტებზე 12 საათიდან 16 საათამდე სჭირდება.

•აააქვე ასევე აღვნიშნავ ანტალია-დორტმუნდის რეისს რომლის ფასიც პეგასუსზე 144 ფუნტი სტერლინგია
რამოდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი,მანქანით წამოსვლის. არვიცი რამდენად რეალური არის ეს მაგრამ ალბათ არც შეუძლებელია,

ჯგუფის ადმინისტრაციის მიერ შეიქმნა პორტალი, სადაც რეგისტრირდებიან ადამიანები, ჰოსტები, ვისაც შეუძლიათ დაიტოვონ სტუმრები მათთან, დგინდება სია და რაოდენობა რამდენი ადამიანის “შეფარება” შეგვიძლია გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს, ასე რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერებ,ვისაც შეგიძლიათ დაიტოვოთ სტუმრები,მოგვწერეთ  ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯგუფის ადმინისტრაცია არკვევს ესენში და სხვა ქალაქებში, საქართველოს მოქალაქეების “განკარგულებაში” არსებული ჰოსტელების შესახებ ინფორმაციას, ამაზე დაგააფდეითებთ.

ასევე,  არის შესაძლებლობა დორტმუნდში არსებულ ქართულ რესტორნებში მატჩის ტრანსლაციისა (და არა მარტო დორტმუნდში),ვინაიდან ვეჭვობ ყველა ვერ შევალთ სტადიონზე.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რაოდენ დიდი რისკი არის, რომ შესაძლოა ბილეთები ვერ ვიშოვოთ ამიტომ წინასწარ ბილეთების, სასტუმროების შეძენაზე თავს ვერ დავდებთ ვერავინ ვერანაირად.

გერმანიაში  მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ

არის მსურველი ადამიანები, ვინც უახლოეს მომავალში მოდის და ვისაც შეუძლიათ წამოიღონ საქართველოდან ატრიბუტიკა, დროშა იქნება ეს, მაისური თუ რა. ამიტომ თვალი ადევნეთ ჯგუფს რომ არ გამოგრჩეთ პოსტები.
მანამდე კი მეგობრებო,ჰოსტელების,ბინების,სასტუმროების დაჯავშნა შეგიძლიათ:

Booking.com airbnb.dehostelworld.comფლიქსბასი : global.flixbus.comმატარებელი/ავტობუსები : omio.comთვითმფრინავის ბილეთები: wizzair.comryanair.comskyscanner.comflypgs.comჩეხეთის და პორტუგალიის თამაშებისთვის,მარშრუტების ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით .კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ბილეთების შესახებ ინფორმაციას,15 აპრილამდე შესაძლებელი არის გაყიდული ბილეთების რისეილი,მაგრამ მათ,ვინც viagogo-ზე და მსგავს საიტებზე შეიძინა ბილეთები,მათი თამაშზე დასწრება საეჭვო არის,(50/50) , ბილეთების გაყიდვა დაიწყება მაისის დასაწყისში,მანამდე იმედია ჩვენი ფედერაციაც მოგვაწვდის ინფორმაციას.კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ“ – წერს დუკი სანიკიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
Next post დიმიტრი ხუნდაძე: როცა არ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი შეეცადოს ლგბტ პროპაგანდის კანონმდებლობის შეცვლას, ამიტომ მეტი დაზღვევისთვის, ეს პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა გამყარდეს