„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ – მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

Read Time:34 Second
„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ – მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ და გავაშუქოთ ამბავი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად, ასევე, როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი – აღნიშნულ საკითხებზე ჟურნალისტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ტრენინგი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა გააანალიზეს მოვლენები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა მათ გარეშე არ იქმნება სრული სურათი. ჟურნალისტებმა ტრენინგის ფარგლებში ასევე, გააანალიზეს ამბის წინა ისტორია და განსაზღვრეს მომავლის დრამატურგია. ტრენინგის დასრულების შემდეგ მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო
Next post გიორგი მარგველაშვილი – ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში