ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026

როგორ არ უნდა გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები iPhone-ზე

ტექნოლოგიების სიახლეების საიტმა Gemug-მა გამოქვეყნა რჩევები, როგორ არ უნდა გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები iPhone-ზე.

ეს ფუნქცია Apple-მა iOS 5-დან დაამატა სისტემაში. ეს არის LED Flash-ის გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ზარებისა და წერილების მიღების დროს, ასევე ნებისმიერი მოვლენის შემთხვევაში. ხოლო უკვე iOS 10-დან მისი გამოყენება შესაძლებელია მაშინაც, როდესაც ჩვენი ვაშლი Silence რეჟიმზეა მომართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც აუცილებელია iPhone-ის Silence რეჟიმზე მომართვა — ჩვენ მაინც დავინახავთ ახალი შეტყობინების მოსვლას.

როგორ ჩავრთოთ?

შევდივართ „Settings“-ში

შევდივართ „General“-ში

შევდივართ „Accessebility“

ვსქროლავთ „Hearing“-ის განყოფილებასთან

ვრთავთ „Led Flash for Alerts“

ეს ფუნქცია მხოლოდ მაშინ მუშაობს როდესაც iPhone-ი დაბლოკილია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ავალიანის დედა – ჩემ შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს

ჩემ შვილს, ნიკას, მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს , - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.კუპატაძის თქმით, მისი მეორე ვაჟის მიმართ მიდის სიტყვიერი და ემოციური ზეწოლა, რის გამოც ნიკა ავალიანი სასამართლო სხდომებზე აღარ დადის.“ჩემმა შვილმა, ნიკამ სასამართლოს შენობასთან რომ მიმიყვანა, დამტოვა, წავიდა და პარკინგზე იყო, მანქანაში მთელი ორი საათის განმავლობაში. ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, ესვრიან რეპლიკებს, გამომწვევად იქცევიან. თუ კი მოსამართლეს მალანიას მიმართ ემოციურ ზეწოლაზე ესაუბრებიან, მაშინ ამ ყველაფერს მოსამართლე ხომ უსმენს და უყურებს?! არ მინდა, მალანიების დონემდე დავიდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც მეც გამაგონეს, ასეთი იყო - ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს, ჩვენი ბიჭო უნდა დავინახოო… მე ვუთხარი, წამობრძანდით სასაფლაოზე და ჩემს ბიჭსაც გაჩვენებთ-მეთქი.მას შემდეგ, რაც ანი ნასყიდაშვილის დედამ და ადვოკატებმა დაინახეს, რომ ნიკაზე ფსიქოლოგიური დარტყმა კარგად გამოუვიდათ , ჩვენზე ამ რეპლიკებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს და არ არის მარტივი მოსასმენი, ნიკა უკვე აღარ დადის სასამართლო პროცესებზე”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ჩეხეთის პრეზიდენტი – ევროპა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თავის მოთხოვნებს მკაფიოდ თუ არ დააფიქსირებს, შესაძლოა, რუსეთი, აშშ და ჩინეთი ჩვენზე ჩვენ გარეშე შეთანხმდნენ

ევროპა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თავის მოთხოვნებს მკაფიოდ თუ არ დააფიქსირებს, შესაძლოა, რუსეთი, აშშ და ჩინეთი ჩვენზე ჩვენს გარეშე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.პაველის თქმით, ახლა მოლაპარაკებებში ჩართვის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ის შეიძლება, დაიხუროს, თუ ევროპა სრულად ერთიანი პოზიციის შემუშავებას დაელოდება.„სრულად ვეთანხმებით, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩვენს ინტერესებშია“, – განაცხადა პაველმა.ჩეხეთის პრეზიდენტის განმარტებით, ვლადიმერ პუტინთან ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის საუბრის შემდეგ გამოჩნდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის ღიაა.„ეს უნდა გამოვიყენოთ, ვიყოთ რაც შეიძლება რაციონალურები, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად მომზადებულები“, – აღნიშნავს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების (World 11) კანდიდატთა საბოლოო სიაში მოხვდა.პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.2026 წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში 73 ქვეყნის 19 806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბოლოო სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი:მეკარეები: ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი, დავიდ რაია.მცველები: პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია, ვირჯილ ვან დაიკი, გაბრიელ მაგალაეში, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში, უილიამ სალიბა, დაიო უპამეკანო.ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ბრუნო ფერნანდეში, ენცო ფერნანდესი, პედრი, დეკლან რაისი, როდრი, ვიტინია.თავდამსხმელები: ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, კრიშტიანუ რონალდუ, ლამინ იამალი.

ადვოკატი – მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე გამოძიება დაიწყოს

ირაკლი ღარიბაშვილმა მოახსენა სასამართლოს, რომ მასზე განხორციელდა ფსიქიკური და მორალური წამების ფაქტი მანამდე, ვიდრე საქმეზე დაიწყებოდა გამოძიება, იმ მიზნით, რომ მას ქრთამის აღების შესახებ მომავალი ბრალდება ეღიარებინა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან განაცხადა.სოსო ბარათაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება უნდა დაიწყოს.„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის რასაკვირველია დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულის, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, -განაცხადა ადვოკატმა.ადვოკატის განცხადებით, სასამართლო სხდომის დახურვა ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ბრალდების უსაფუძვლობა და საქმის დეტალები.„სხდომის დახურვა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არანაირად დასაბუთებული არ ყოფილა ბრალდების მხარის მიერ და ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ბრალდების უსაფუძვლობა და ამ საქმის დეტალები. საქმე არის პოლიტიზებული, ბრალდება გახლავთ სრულიად დაუსაბუთებელი.პროკურორის შუამდგომლობაში არ იყო არცერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება დასახელებული, რის გამოც უნდა დახურულიყო აღნიშნული სხდომა. პროკურატურა სხდომის დახურვას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს, რომ მიჩქმალოს საქმე, დაუმალოს ამ საქმის დეტალები მოსახლეობას, მედიასაშუალებებს, უფლებადამცველებს. ეს წარმოადგენს ძალიან სერიოზულ დარღვევას.უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მთლიანად არის დაფუძნებული სხვა საქმეზე, ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და სხვათა მიმართ ბრალდების საქმეზე, რომელი საქმეც არ ყოფილა დახურულ რეჟიმში წარმართული, განაჩენი არ ყოფილა დახურული. ფაქტობრივად, ორი ჩვენების გარდა ეს იმეორებს იგივე საქმეს. რასაკვირველია, ეს მიგვაჩნია უდიდეს უსამართლობად. ჩვენს მიერ გადადგმული იქნება კონტრ-ნაბიჯები. ვაცნობებთ ყველას, ვისაც საჭიროა და სათანადო ინსტანციებში გამოვიყენებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, ამისთვის არაა საჭირო რეგისტრაცია და ქაღალდების ფლობა, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც...

უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა, — ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დაწერა.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, არამედ გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და, პირიქით, ხედავს ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება“.„ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება.და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. 30 ოქტომბერს დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. 

ბოლო სიახლეები