როგორ ამხილა ნოდარ მელაძემ ”ტვ პირველი” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში. „მედია რენტგენმა“ „შაბათის ეთერში“ გასული ინფორმაციის ანალიზი შემოგვთავაზა

Read Time:1 Minute, 12 Second

 

https://postv.media/news/2092/rogor-amkhila-nodar-meladzem-tv-pirveli-rusul-specsamsakhurebtan-kavshirshi-

 

„მედია რენტგენმა“ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერში“ გასული ინფორმაციის ანალიზი შემოგვთავაზა.

საუბარია ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი მოსკოვში კონსპირაციულად და რეგულარულად დაფრინავს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მამაცაშვილს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბიძინა ივანიშვილის დანაბარები ჩააქვს ხოლმე.

გადაცემაში ჟურნალისტი ამბობს, რომ “შაბათის ეთერის” გუნდმა გარკვეული დოკუმენტები რუსული სპეცსამსახურებისგან მოიპოვა, თუმცა არ განუმარტავს, რა აკავშირებს „ტვ პირველს“ რუსულ სპეცსამსახურებთან, რატომ და რის სანაცვლოდ აწვდიან მათ ინფორმაციას.

ტელეკომპანიას უჩა მამაცაშვილი ასე პასუხობს:

„ჩემზე არაერთი ჭორი და უსაფუძვლო ბრალდება მომისმენია და, როგორც არასაჯარო პირს, მათზე რეაქცია, ძირითადად, არ მაქვს. თუმცა, „ტვ პირველი“ მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა – მათ საკუთარ თავს აჯობეს და რუსეთთან საიდუმლო ელჩობაში „მამხილეს“. მესმის, რომ საარჩევნო კამპანიაა და ტელევიზია ყველა ხერხით ცდილობს მეპატრონეებისა და დამფინანსებლების გულის მოგებას, თუმცა სიმართლესთან ოდნავ ახლოს მაინც ხომ უნდა იყოს ინფორმაცია, რომ დაგიჯერონ?

ჩემთვის მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ წვალობენ და ბნელ ოთახში ეძებენ კატას, რომელიც იქ, რასაკვირველია, არ არის. რაც შეეხება სიუჟეტის შინაარსს, მის განხილვას, უბრალოდ, აზრი არ აქვს – როცა უკლებლივ ყველა სიტყვა და აქცენტი სიცრუეა, ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი ზედმეტი და შეურაცხმყოფელია.

ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ „ტვ პირველის“ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურები ჩემს ირგვლივ სკანდალის შექმნას. ამ ადამიანებს ვურჩევ ბრაზილიელი პროდიუსერების დაქირავებას. საპნის ოპერები მათი მოგონილია და ისინი უკეთ გაართმევენ თავს გამოგონილი ამბების სიმართლედ გასაღებას.

ჩემი მხრიდან კი მზად ვარ, ბრაზილიელი სცენარისტების მგზავრობისა და ანაზღაურების ხარჯები საკუთარ თავზე ავიღო“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: „ევროპარლამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში
Next post ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია