როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Read Time:1 Minute, 28 Second

სინოპტიკოსები 7 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი აქაც +10 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღეს პროგნოზირებენ, დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. სოხუმშიც ნალექს ვარაუდობენ, ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უბაკეწო იქნება. დღისით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლია და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში მზიანი დღე იქნება, +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ხანმოკლე წვიმა, +7 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმა და +9 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, შესაძლოა თოვლი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექოდ ჩაივლის დღე, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი დღე იქნება, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ცვალებადი მოღრუბლულობაა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ცვალებადი მოღრუბლულობა შეინიშნება, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიან დღეს პროგნოზირებენ, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალიდან საქართველოში შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება
Next post ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ​​​​​​​სტაბილურდება – ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ