ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ​​​​​​​სტაბილურდება – ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ

Read Time:23 Second

ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა. 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება მობილობის ზრდას გამოიწვევს, რაც რისკის ფაქტორია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, განაგრძონ ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულება. რაც შეეხება სკოლების გახსნას, რომელიც 15 თებერვლიდან იგეგმება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, მეხუთე კლასის ზემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მეხუთე კლასამდე, არა სავალდებულო, თუმცა რეკომენდებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 404 ადამიანს დაუდასტურდა, 799 კი გამოჯანმრთელდა