რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება

Read Time:22 Second

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვედრა სამშაბათს დილით აქვთ დაგეგმილი.

„რუსი და უკრაინელი დელეგატები, რომლებიც უძღვებიან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებს, ხვალ ისევ შეხვდებიან სტამბოლში. ჩვენ შევიკრიბებით დელეგატებთან და მათთან მოკლე შეხვედრას გავმართავთ მათი შეხვედრის წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ სატალეფონო საუბრები, რომლებსაც ვაწარმოებთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი: “ოცნებამ” ტოლობის ნიშანი დასვა თავდაცვის საჭიროებასა და ომის მოწოდებას შორის – მათმა სუპერ არაკვალიფიციურობამ გამაოცა
Next post კახა კალაძე: თბილისის საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების მიღება მიმდინარეობს