დავით უსუფაშვილი: “ოცნებამ” ტოლობის ნიშანი დასვა თავდაცვის საჭიროებასა და ომის მოწოდებას შორის – მათმა სუპერ არაკვალიფიციურობამ გამაოცა

Read Time:55 Second

“ოცნებამ” ტოლობის ნიშანი დასვა თავდაცვის საჭიროებასა და ომის მოწოდებას შორის – მათმა სუპერ არაკვალიფიციურობამ გამაოცა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

“გამაოცა ჩვენი ხელისუფლების… სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, სუპერარაკვალიფიციურობამ. მათ პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი გაავლეს ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებსა და ომის მოწოდებას შორის. მეც, “ლელოც”, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე, კოლეგა თუ ექსპერტი როცა მთავრობას ეუბნება, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის. ეს კონსტიტუციაში წერია. ეს თითოეული მოქალაქის ვალია და ამიტომ გვყავს შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო და ა. შ. როცა ვეუბნებით, რომ მეტი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მზად შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისთვის, ამას გვითვლიან საომარ რიტორიკად, თითქოს ჩვენ რაიმე აგრესიულ ნაბიჯებს ვდგამთ.

გახსენდებათ მთავრობის მეთაურის ან სხვა ლიდერის რაიმე განცხადება, როგორც ოპოზიციის მიმართ არიან ყოჩაღები, ასეთივე სიყოჩაღით ეთქვათ, რომ ყველამ იცოდეს, საქართველო თავისუფალი ქვეყანა ვართ, ხალხი ვართ დამოუკიდებელი და ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ, თუ ვინმე გაბედავს აგრესიასო?! ამ სიტყვების თქმა, ომის რიტორიკაა?! თუ ეს არის კონსტიტუციური ვალდებულებისა და პატრიოტული ვალდებულების შესრულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი არ მოხდეს და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყოფნით. ამის ნაცვლად დაკავებულები არიან ისრების სხვა მიმართულებით სროლით,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც წარმოვადგენ, არ აქვს უნარი რამე შეცვალოს
Next post რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება