რესან კონცელიძე-სამეწარმეო სექტორის ხელშეწყობა ჩვენს რეგიონში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის

Read Time:35 Second

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, დღეს, პურის მწარმოებელ კომპანია შპს ,,დიამო”-ში იმყოფებოდნენ, სადაც  კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად,  პურის საწარმო დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ პერსონალს შეხვდნენ.

“ნაღდი პურის” საწარმო აჭარაში 1995 წლიდან ოპერირებს, რომელიც  ყოველდღიურად, 20-მდე სახეობის, 5 ტონა პურფუნთუშეულს აწარმოებს. პურფუნთუშეული სადისტრიბუციო ხაზით აჭარის მასშტაბით მარაგდება. საწარმოში 100-მდე  ადგილობრივია დასაქმებული,

„სასიხარულოა, რომ დღეს არსებული პანდემიური ვითარების მიუხედავად, მწარმოებელ კომპანიას რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ შექმნია და პროდუქციის მიწოდებას უწყვეტად ახორციელებს.  ჩვენი  გუნდი კი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწაროების ზრდას, სხვადასხვა საწარმოო მიმართულებების საქმიანობას, სამეწარმეო სექტორის განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ჩვენს  რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რაოდენობას“-განაცხადა რესან კონცელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმო: კორონავირუსის ცირკულირებით მიღწეული კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია მიუღებელია
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 329 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა