რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ

Read Time:27 Second

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების   პედაგოგებს შეხვდნენ.

პედაგოგებთან  გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განათლების სფეროს მიმართულებით საკუთარი ხედვები  და სამომავლო გეგმები  წარმოადგინეს. საუბარი შეეხო, განათლების რეფორმას, არსებულ პროგრამებსა და მათ პროფესიულ ხელშეწყობას. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ბათუმში „მეცნიერებისა და განათლების ქალაქის“ მშენებლობაზე. მაჟორიტარობის კანდიდატებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ შეუფასებელია მათ მიერ გაწეული შრომა პანდემიურ ვითარებაში.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მოქმედი საწარმოების გაძლიერებას