იოსებ ხახალეიშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მოქმედი საწარმოების გაძლიერებას

Read Time:30 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისური ბრენდის “ლევანტოს“ ფეხსაცმლის მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ესტუმრა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ქვეყნის ბაზარზე.

მერობის კანდიდატმა საწარმოს პერსონალს საარჩევნო პროგრამა და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის წამოწევასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს, მათ შორის ქუთაისში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით.

“ლევანტოს” და მისი მსგავსი საწარმოების ფუნქციონირება, რომელსაც თავისი ნიშა უჭირავთ ქართულ ბაზარზე და ქმნიან ქუთაისურ ბრენდს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ხელი უნდა შევუწყოთ ახალ საწარმოებს, რომლებიც ახლა იწყებენ ფეხის მოკიდებას ბიზნესის სამყაროში, ვინაიდან მათი განვითარება ჩვენი ქალაქის წარმატებას და კეთილდღეობას ნიშნავს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ
Next post თამარ ჟვანია: თუ ამომრჩევლები ვერ მივლენ ყუთთან, ყუთი მივა მათთან