რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

Read Time:26 Second

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. ის ავტორია ფილმებისა „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, ​„მიზერერე“, „ნამე“ და სხვა. მიღებული აქვს მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის „ვერცხლის პრიზი“; ​მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის „არსენალი“ დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის; ​მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის „არრე“ ჟიურის სპეციალური პრიზი; ბ​აბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა. ზაზა ხალვაშის ფილმები ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში” – ლუკ კოფი
Next post პატრიარქი აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს – პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია