„რეკლამის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება

Read Time:46 Second

დედაქალაქის მერიამ, შესაძლოა, ბანერებზე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ელენე ახვლედიანის ქუჩის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

“ჩვენ ვიმყოფებით ახვლედიანის ქუჩაზე და თქვენ თავად ნახეთ პრობლემა, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, ეს არის ქართული წარწერების გამოუყენებლობა ფასადებზე. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც დღეს ვაწყდებით ჩვენს დედაქალაქში. მე ამას წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ძალიან მკაცრები ვიქნებით. მე დღეს დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, მისცენ გონივრული ვადა მესაკუთრეს, რომ რაღაც დროის განმავლობაში ცვლილებები იქნას განხორციელებული. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდგებით, არავის არ ვერჩით, ყველას აქვს საშუალება ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი. ყველაფერი არის კანონმდებლობით განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციები იქნება საჭირო, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით ასევე პარლამენტს, რადგან ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ჩვენ საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი”, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სურსათის სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გამოავლინა
Next post 9 მარტს თემურ ჭკუასელის-ახალი წიგნის- ,,კენჭები თირკმელში’’ პრეზენტაცია გაიმართება