რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდშ

Read Time:1 Minute, 21 Second

ყოველდღიურად, ორსულის ორგანიზმიდან, შარდის სახით გამოიყოფა დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი. ამიტომ ნორმალური მეტაბოლიზმისთვის, მომავალმა დედამ, როგორც მინიმუმ, უნდა შეავსოს ეს დანაკარგი.

ამას გარდა, ორსული ქალებს ხშირად ახასიათებთ ოფლიანობა, რაც დამატებით 0,5 ლიტრი სითხის დანაკარგს იწვევს სუნთქვისა და ოფლის სახით.

ამიტომ, ფეხმძიმობის დროს, რეკომენდებულია ორსულმა დალიოს დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრი წყალი. წყალი უნდა იყოს სუფთა. შესაძლებელია ლიმონთან ან შტოშთან ერთად.

სითხის იგივე რაოდენობაზეა საუბარი, თუ შევაჯერებთ სხვადასხვა ქვეყნის ამ სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ფეხმძიმობის პერიოდში, ქალმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი სითხე. თუმცა, რა თქმა უნდა ამ სითხეში არ შედის მხოლოდ წყალი. ხილი, ბოსტნეული და საკვები, რომელსაც იღებს მომავალი დედა, ასევე შეიცავს გარკვეული რაოდენობის სითხეს.

წყლის მოხმარების ძირითადი დრო, უმჯობესია იყოს დილისა და საღამოს საათები, ხოლო შუადღის საათებში შეიძლება კომფოტებისა და ჩაის დალევა. სითხის ასეთი გადანაწილება ამცირებს შეშუპებების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ვადებში.

ორსულობის საწყის პერიოდში (პირველი კვირები), შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტოქსიკოზს, რომელსაც თან ახლდეს გულისრევისა და ღებინების შეგრძნება, რომელიც გაღრმავდება გაუწყლოვანების შემთხვევაში. ამიტომ სითხის დანაკლისის შევსება აუცილებელია სითხეებისა და საკვების მიღებით.

ზოგ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოვანებას, შესაძლოა სითხის შეყვანა ვენიდანაც გახდეს საჭირო, რათა ზიანი არ მიადგეს მომავალი დედისა და მისი ნაყოფის ჯანმრთელობას.

როგორც ცნობილია, მშობიარობის დროს, ადგილი აქვს სისხლის დანაკარგს, ამიტომ ორგანიზმს აუცილებლად უნდა გააჩნდეს აუცილებელი სითხის მარაგი. ამ მომენტიოსთვის ყველა შესაძლო საფრთხისა და ორგანიზმის მგომარეობის გათვალისწინებით, სითხის რაოდენობის კორექტირება და კონტროლი უნდა მოახდინოს ექიმმა-გინეკოლოგმა.

ორსულობის დროს, ორგანიზმში წყლის დონის ნორმის განსაზღვრა შეიძლებაა შარდის საშუალებით. თუ შარდი ღია-ყვითელი ფერისაა და სუნი არ აქვს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ შარდი მუქია და მძაფრი სუნი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში დარღვეულია წყლის ბალანსი და ადგილი აქვს ნაწილობრივ გაუწყლოვნებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას თამარ ხულორდავამ მხარი დაუჭირა
Next post ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა