მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას თამარ ხულორდავამ მხარი დაუჭირა

Read Time:48 Second

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ჟურნალისტებთან საუბარში ხულორდავა აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს. ინფორმაციას “პირველი არხი ავრცელებს.

„ჩემი პოზიცია კენჭისყრამდეც დავაფიქსირე, ახლაც. გამოძიება აუცილებელია და ჩემთვის გამოძიების ყველა ფორმა მისაღებია.

კითხვებს, რომელზეც ამ საქმეზე არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. ყველამ თავისი განწყობით იხელმძღვანელა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ხულორდავას გარდა კომისიის შექმნას მხარი უმრავლესობის კიდევ ორმა წევრმა – ირინე ფრუიძემ და ირაკლი შიოლაშვილმა – დაუჭირა.

პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღეს  ჩავარდა, მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 22 წავიდა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.

საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ლიანა ჯოჯუა მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Next post რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდშ