რა მოლოდინები არსებობს კორონავირუსის მუტაციასთან დაკავშირებით

Read Time:30 Second

ნათლად გამოჩნდა, რომ კორონავირუსი არსად არ გაქრება, ეს არ არის SARS 1, რომლის აფეთქება 2003 წელს იყო, შემდეგ ვირუს „მერსზე“ იყო საუბარი. ისინი რეალურად აღმოიფხვრნენ. ამ შემთხვევაში კი, კორონავირუსის მუტაციის ვექტორები მიმართულია იმ მიმართულებით, როგორც ესპანური გრიპი – 3 წელიწადში ის არსად გამქრალა, უბრალოდ მუტაცია განიცადა, – ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი სცენარი იქნება ყველაზე მეტად სავარაუდო ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც.

„თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ უფრო ოპტიმისტური სცენარი: პირველი 4 კორონავურუსი, რომელიც აქამდეც ათწლეულებია ცირკულირებს და იწვევდა უბრალო გაციებას, შეიძლება ამ ახალი კორონავირუსის მუტაციაც მივიდეს იქამდე, რომ ის „გაციების“ ვირუსად გადაიქცეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს ჩვეულებრივ ხალხთანაც – ცისკარიშვილი
Next post სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ ციხეშია და იქ ჯდომა დიდი ხნით მოუწევს