რა არის სტერეოტაქსიური ბიოფსია? ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ ჩატარდა 50-მდე თავის ტვინის სტერეოტაქსიური ბიოფსია

Read Time:47 Second

რა არის სტერეოტაქსიური ბიოფსია?
სტერეოტაქსიური ბიოფსია არის მცირეინვაზიური ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ტვინიდან ხდება გამოსაკვლევი ქსოვილის აღება ბიოფსიური წვრილი (1მმ) ნემსის დახმარებით. მიღებული მასალა იკვლევა მიკროსკოპულად.

⚪️ რა არის მიზანი?

მიზანია დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი.

MRI და CT კვლევის საშუალებით ხდება პათოლოგიურად შეცვლილი უბნის აღმოჩენა, თუმცა ვერ ხერხდება 100%- ით იმის დადგენა თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე: ავთვისებიანი სიმსივნე, კეთილთვისებიანი სიმსივნე, სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ინფექციური და ანთებითი პროცესი. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია და უნდა შეირჩეს ოპტიმალურად დიაგნოზიდან გამომდინარე.

⚪️ როგორ კეთდება?

პროცედურა ტარდება სტერეოტაქსიური ჩარჩოს დახმარებით, რომელიც მაგრდება პაციენტის თავზე. MRI და CT კონტროლით, სპეციალურ პროგრამაში დამუშავებული მონაცემების საშუალებით ნეიროქირურგს ბიოფსიური ნემსი შეყავს დამიზნების წერტილში და ხდება საკვლევი მასალის ასპირაცია. ამისათვის კანზე კეთდება რამოდენიმე მილიმეტრიანი განაკვეთი, ძვალზე 5მმ სატრეპანაციო ხვრელი. ოპერაცია მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით. პაციენტი მეორე დღეს ეწერება კლინიკიდან. მიღებული მასალა იგზავნება პათომორფოლოგიურ კვლევაზე დიაგნოზის დაზუსტებისათვის. პასუხი მიიღება საშუალოდ 5 დღეში.

⚪️ ავერსის კლინიკაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ ჩატარდა 50-მდე თავის ტვინის სტერეოტაქსიური ბიოფსია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსებით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება
Next post გიორგი კახიანი – ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან