რაჭის სოფელ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

Read Time:33 Second

რაჭის სოფელ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ BM.GE-სთან ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განაცხადა. საუბარია სოფელზე, რომელსაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ წელს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭა.

როგორც ამბროლაურის მერი ამბობს, ამ ეტაპზე ადგილზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება.

“სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული, ადგილზე გეგმარებითი დავალება გააკეთეს. მიმდინარეობს მუშაობა. ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 6 მილიონი ლარი იქნება, რომელიც წელს უნდა დაიხარჯოს. ადგილზე მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, ახალი წყალმომარაგების ქსელი. ამ პროექტის ძირითადი მიზანია სოფლისთვის ავთენტურობის შენარჩუნება. ამ ეტაპზე სოფელში 64 კომლია, მათ შორის, 54 ხის სახლი არის ძალიან საინტერესო ორნამენტებით დატვირთული. გაზაფხულზე სავარაუდოდ უკვე დასრულდება პროექტირება”, – აცხადებს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნახეთ 2020 წლის “ოსკარის” ნომინაციები
Next post ადამ კიზინგერი – დემოკრატია რთული პროცესია და პროტესტი სანამ მშვიდობიანია, მანამდეა ლეგიტიმური