,,რაჭველები ხალხი ყოფილა, ძმაო… მაღაზიებში ფულს არ გვართმევენ, ორმა მოხუცმა ქალმა 20 ლობიანი და 20 ხაჭაპური მოიტანა” – რას წერს მაშველი რაჭველების სიკეთეზე

Read Time:56 Second

გაჭირვებაში, ტკივილით სავსე რაჭაში რაჭველები ისე იქცევიან, მათ გასაოცარ სიკეთეზე, თანადგომაზე, თავდადებაზე, სიცოცხლის რისკის ფასად მათ მიერ გადარჩენილ სიცოცხლეებზე უამრავ რამეს წერენ.სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი მაშველის მიმოწერა დასთან, რუსკა შაყულაშვილთან, რომელმაც ძმასთან პირადი მომოწერა გაასაჯაროვა. მაშველი დას წერს:

,,რაჭველები ხალხი ყოფილა, ძმაო, ალბათ ყველაზე მაგარი კუთხეა. რა დღეში არიან და მაინც როგორ ყურადღებას გვაქცევენ. არც ერთ მაღაზიაში ფულს არ გვართმევენ. ბიჭებს რცხვენიათ და მაღაზიაში ვერ შედიან. კაცი მოვიდა და, გინდა თუ არა, ჩემს ოჯახში წამოდითო, ქათმებს დავკლავო, ხორცი მაქვს, ხილის არაყიო. ორმა მოხუცმა ქალმა 20 ლობიანი და 20 ხაჭაპური მოიტანა. იცი, რა ხდება, სადაც ჩვენ ვართ? დღეში 10 კაცი მოდის და ხან რას გვაძლევენ, ხან – რას. ერთმა ყველანარი ხილი მოგვიტანა, ერთმა – 5 ყუთი კოკა-კოლა”.

რაჭველების სიკეთესა და კაცთმოყვარეობაზე კიდევ უამრავი ადამიანი წერს და პოსტს ეხმაურებიან, მათ შორისაა ლაშა კობალაძე, რომელიც წერს:

,,2012 წელს გამოვცადე მე რაჭველების სტუმართმოყვარეობა და პატივისცემა. ამბროლაურის ცენტრალურ ნაწილში და ბრატისლავას ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის ფარგლებში ვიმუშავე ცოტა ხნით. არ დამავიწყდება ხალხი, რომელთაც სახლებიდან მოჰქონდა ყველაფერი, რაც კი ჰქონდათ, გვეპატიჟებოდნენ სახლებში (მორიგეობა ჰქონდათ, ვინ გვიმასპინძლებდა). განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქალბატონი, რომელმაც ტანსაცმლის გარეცხვა-გასუფთავებაც კი შემოგვთავაზა. ღმერთმა დალოცოს რაჭა და რაჭველი ხალხი”.
,,რაჭველები ხალხი ყოფილა, ძმაო... მაღაზიებში ფულს არ გვართმევენ, ორმა მოხუცმა ქალმა 20 ლობიანი და 20 ხაჭაპური მოიტანა" - რას წერს მაშველი რაჭველების სიკეთეზე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „აღარც სასწაულია და არც არაფერი“ – სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია
Next post მიხეილ სააკაშვილი: საკუთარი სიცოცხლის ფასად, გავაკეთებ ყველაფერს, საქართველოს თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისათვის