რატომ მცირდება კარანტინის ვადები – თამარ გაბუნიას განმარტება

Read Time:48 Second

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განმარტა, რატომ მცირდება კარანტინის ვადები.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა, იმის საფუძველზე, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი ალბათობა არის სიმპტომების გამოვლენიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში, გადაწყვიტა, რომ შეამციროს საკარანტინე პერიოდის ხანგრძლივობა იმ დაშვებით, რომ ყველაზე კრიტიკული პერიოდი პირი იყოს კარანტინში და შემდეგ წესების დაცვით, პირბადის გამოყენებით დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. საკმარისად მყარი მეცნიერული მონაცემები მოგროვდა იმისთვის, რომ როდესაც გაივლის მწვავე პერიოდი, პირველი რამდენიმე დღე, შემდეგ იმის ალბათობა, რომ პირი იქნება საშიში და რისკის მატარებელი სხვებისთვის ნაკლებია, მით უფრო, თუ ის გამოიყენებს ნიღაბს.

ჩვენი ცვლილებაც ემყარება ამ რეკომენდაციებს და მსუბუქი სიმპტომის მქონე პირებისთვის საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა და ვისაც ჰქონდა საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმით დაავადება, თუ 24 საათი სიმპტომი აღარ აქვს 10 დღე დაყოს კარანტინში. ამერიკას აქვს 5 დღე, ჩვენ ჯერ 5-დღეზე თავი შევიკავეთ. ვნახოთ, მეტი მეცნიერული მტკიცებულებები მოგროვდება, ჩვენი გამოცდილებაც უფრო მეტად მყარი გახდება და ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია: მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა – არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი
Next post რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს ჩვეულებრივ ხალხთანაც – ცისკარიშვილი