რატი იონათამიშვილი: ჩვენ არა პარტიებზე, არამედ სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული საარჩევნო ნორმები გვჭირდება

Read Time:1 Minute, 20 Second

„ჩვენი ინიციატივა არის მორგებული სწორ პრინციპებზე, ხოლო რაც ბატონმა რომანმა წარმოადგინა, ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მორგებული ნორმა იყო და ცხადია, ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული ნორმები“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადებები შეაფასა.

მისი თქმით, ალტერნატიული წინადადებები სიახლეს არ წარმოადგენდა და იმ შემოთავაზებებთან დაკავშირებით, რომელიც ინიციატივების ავტორებმა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინეს, უკვე იყო მსჯელობები, კონკრეტული პოზიციები და პოზიციებთან ერთად, გადაწყვეტილებები.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, შესაბამისად, ინიციატივების გაზიარება ვერ მოხერხდება.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო და მომხსენებლებსაც მადლობას ვეტყვი იმისთვის, რომ თავისი ალტერნატიული წინადადებები წარადგინეს და გვქონდა განხილვა. ნამდვილად დემოკრატიული პროცესია და კარგია ასეთი პრეცედენტების შექმნა ამ სივრცეში და დარწმუნებული ვარ, მომავალ პარლამენტში ეს კიდევ მეტად იქნება განვითარებული და საზოგადოებისთვის უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილებების გამოტანა.

ალტერნატიული წინადადებები სიახლეს არ წარმოადგენდა. ჩვენ მანამდეც გვქონდა მსჯელობები, მსჯელობებთან ერთად ჩვენ გვქონდა კონკრეტული, ჩამოყალიბებული პოზციები და პოზიციებთან ერთად – გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ვერ მოხერხდება გაზიარება ამ ინიციატივების და აქ ჩვენი პოზიციები ვერ შეიცვლება.

რაც შეეხება ბატონი რომანის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის ნაწილში ჩვენი ვერსია ბევრად უფრო დახვეწილი და ბევრად უფრო შესაბამისია იმ ნორმებთან და პრინციპებთან, რაც სისხლის სამართლის კონცეფციას უნდა ჰქონდეს ამ შეთხვევაში.

სხვა მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივა არის მორგებული სწორ პრინციპებზე, ხოლო რაც ბატონმა რომანმა წარმოადგინა, ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მორგებული ნორმა იყო და ცხადია, ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული ნორმები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: 4 ახალი პაციენტის წყაროს დასადგენად ​ეპიდკვლევა მიმდინარეობს
Next post გიორგი ვოლსკი: კომედიურია თითქოს ხელისუფლება, პანდემიის მიზეზით, მოწინააღმდეგეებს სახლში ჩაკეტავს და თავის მომხრეებს ხმის მისაცემად გამოუშვებს