გიორგი ვოლსკი: კომედიურია თითქოს ხელისუფლება, პანდემიის მიზეზით, მოწინააღმდეგეებს სახლში ჩაკეტავს და თავის მომხრეებს ხმის მისაცემად გამოუშვებს

Read Time:36 Second

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კომიკური უწოდა ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ პანდემია შესაძლოა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ეს იგივე ჟანრია, როდესაც 500 მეტრიდან შეუძლია კოორდინატორს შეაცვლევინოს ამომრჩეველს აზრი. ეს არ არის მოგონილი, ამას რეალურად ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თვალდაბინდებულებს ჭკუა არ მოეკითხებათ. როგორ შეიძლება ხელისუფლება სარგებლობდეს ამ უბედურებით, რომელმაც მთელი მსოფლიო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ან ხელისუფლება როგორ შეიძლება სარგებლობდეს ეკონომიუკური სიდუხჭირით, რომელიც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც სწორედ იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშია ოკუპირებული, რომლებიც დღეს ამ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ყურადღების გადატანა არის მთავარი ამოცანა, როდესაც ამათი ჩადენილი ბოროტების უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ რაც დღეს ძალიან მძიმედ გვაწევს კისერზე, არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ნებისმიერ ოჯახს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ჩვენ არა პარტიებზე, არამედ სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული საარჩევნო ნორმები გვჭირდება
Next post პროკურორი – ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული