რატი იონათამიშვილი: საზოგადოება კარგად ხედავს, რა ძალები დგანან ომის რიტორიკის უკან და ამის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ის მოქმედებები, რამაც უზრუნველყო და მომავალშიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

Read Time:29 Second

პერმანენტულად, ხან სანქციებზე გამოგონილი თემებით საუბრობენ, ხან პირდაპირ ომში ჩართვასა და საომარი მოქმედებების დაწყებას მოგვიწოდებენ, ხანაც ამბობენ, რომ საქართველო უკრაინის სარტყელი უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი რადას დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას, რომ ქართველ ხალხს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის მიმართულებით.

მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ძალები დგანან ომის რიტორიკის უკან.

„შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ძალები დგანან ომის რიტორიკის უკან და სწორედ ამის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ის მოქმედებები, რამაც უზრუნველყო და მომავალშიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი-„უკრაინა არ დათანხმდება მინსკის შეთანხმების არცერთ ვარიანტს, „მინსკი“ ცარიელი ქაღალდია, რათა რუსეთმა დაისვენოს შემდეგ შეჭრამდე“