რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე

Read Time:41 Second

ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის, საჯარო განცხადებებში გუშინაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ალტერნატიული პროცესი მათთვისაც მიუღებელი იყო. ამის ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს. საბოლოო ჯამში, ცხადია, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ ამ პროცესზე და ეს პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, მომავალი კვირიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელიაა“ გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიციირებასაც აანონსებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით თორდია-ირაკლი ღარიბაშვილი ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის პატრიოტია მათ, ფულზე არ გაცვალეს თავის ქვეყანა..ამერიკა, რომელიც უკრაინის ომს აფინანსებს თქვენი აზრით საქართველოს ომს არ დააფინანსებდა? (რუსეთის წინააღმდეგ)
Next post იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია ბათუმში გამართა