რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიაა

Read Time:27 Second

ხაბეიშვილი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავში თუ ბოლოში, მელია იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში თუ ნებისმიერი სხვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც არის ბოლო ქართულ პოლიტიკაში თავისი საქმიანობით, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის წარსადგენად ემზადება.

„ერთმანეთს რამდენიც არ უნდა დაუპირისპირდნენ, ეს არც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს და არც არავის. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური პარტიაა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით განხეთქილება გრძელდება. პარტიაში ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის წარსადგენად ემზადებიან. ვარაუდობენ, რომ ხაბეიშვილი შესაძლოა ლევან ბეჟაშვილმა ან დავით კირკიტაძემ ჩაანაცვლოს. თავად ბეჟაშვილი აღნიშნულ საკითხზე, კომენტარს თავს არიდებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა
Next post მამუკა ხაზარაძე – „ლელოს“ კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს