რატი იონათამიშვილი: მიდგომა, რომ არ მაქვს წაკითხული კანონპროექტი, მაგრამ არ მომწონს, უნდა დასრულდეს

Read Time:33 Second

მიდგომა, რომ არ მაქვს წაკითხული კანონპროექტი, მაგრამ არ მომწონს, უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ბოლო ინიციატივას, ალტერნატიულ წინადადებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სამუშაო, მაგრამ აღსრულების ნაწილში, სადაც არის გამკაცრებულ მექანიზმებზე და მათ შორის სანქციებზე საუბარი, ცხადია ვფიქრობ, რომ ეს არ არის რელევანტური და ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა იქნება აუცილებელი“, – განაცხად რატი იონათამიშვილმა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა. 21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება
Next post “ოცნებამ” ირაკლი ხახუბიას ვაჟი, გიორგი ხახუბია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა