რატი იონათამიშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: სინამდვილეში მსგავსი მიდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დავით გარეჯის მიმართ

Read Time:1 Minute, 11 Second

ვფიქრობ, ეს სიტყვები კუბილიუსს შემთხვევით არ უთქვამს. მან ეს სიტყვები იმ პოლიტიკური ძალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თქვა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კუბილიუსის მსგავსი მიდგომა სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დავით გარეჯის მიმართ. ეს ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინაც ჩვენ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ოქრუაშვილის მხრიდან, რომელმაც განაცხადა რომ დავით გარეჯი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მეორეხარისხოვანი საკითხი იყო და ისინი მას პირველ რიგში არ აყენებდნენ. ამით ჩანს მათი დამოკიდებულება, ეს არის მათი რეალური სახე. ის, რაც ჩვენთვის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, მათთვის არის, როგორც ჩანს, მეორეხარისხოვანი საკითხი, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და განსაკუთრებით, რასაკვირველია, ამაზე უნდა ფიქრობდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ბატონი კუბილიუსი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის“.

„შენიშვნა – ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება” რეალური პრობლემებისგან – პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“, – წერს კუბილიუსი.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული საკონსულტაციო კომპანიების დასკვნები არ ემყარება ბაზრის კვლევას და ის დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ ასპექტებზეა ორიენტირებული
Next post გიორგი ვოლსკი დავით გარეჯის საკითხზე: ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა