რატი იონათამიშვილი – ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია, ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით

Read Time:30 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რაც მეტს ილაპარაკებს საპროტესტო აქციებზე, მით უკეთესი იქნება საერთო ფონისთვის, რადგან მათ მიერ აქციებზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო მზარდი დეგრადირებით მთავრდება.

იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებას რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საკითხზე საუბრისას იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფას ნიშნავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციამ სხვადასახვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
Next post მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა