რატი იონათამიშვილი: ამ ერთი წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების შესრულების არცერთ სამუშაო ფორმატში არ ერთვებოდა, მაგრამ ამბობდა, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებსო

Read Time:42 Second

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პოზიტიურადაა განწყობილი ევროკომისიის მიერ წარმოსადგენ შეფასებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან პროაქტიული სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციირებითა და უზრუნველყოფით. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟს ამ [ევრორეკომენდაციების შესრულების] პროცესისადმი, რომელიც არცერთ სამუშაო ფორმატში არ ერთვებოდა, მაგრამ ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს არაფერსო. კონკრეტული გადაწყვეტილებები და ციფრები მეტყველებს სინამდვილეში შედეგებზე. ის, რომ 100-მდე კანონპროექტი არის მიღებული პარლამენტის მიერ, გაიმართა 60-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა, შეიქმნა 9 სამუშაო ჯგუფი და პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, გარდა ერთისა, ეს არის პოლარიზება, ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა „ქრონიკაში“.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ რეფორმების შესახებ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კი საქართველოზე შუალედურ ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: ჩემი გასაკეთებელი არ არის დეპოლარიზაციის შესრულება, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლარიზაციის წყარო
Next post ანა ბუჩუკური: 2024 წლის არჩევნებზე გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება