იაგო ხვიჩია: ჩემი გასაკეთებელი არ არის დეპოლარიზაციის შესრულება, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლარიზაციის წყარო

Read Time:25 Second

თუ იხელმძღვანელებენ ქართველი ხალხით, ჩვენ ვიმსახურებთ ყველაფერს. თუ იხელმძღვანელებენ საქართველოს მთავრობით ან მთავრობებით, მაშინ არაფერს ვიმსახურებთ, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ ხელმძღვანელმა აქცენტი ევროპული რეკომენდაციების პირველ პუნქტზე – დეპოლარიზაციაზე გააკეთა.

„ჩემი გასაკეთებელი არ არის დეპოლარიზაციის შესრულება, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლარიზაციის წყარო. პოლარიზაციის წყარო არის საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, იმიტომ რომ მათ აირჩიეს ქვეყნის მართვა მტრობითა და დაპირისპირებით“, – აცხადებს ხვიჩია.

ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას ხვალ წარადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე: ეს არის კეზერაშვილის სიზმრები
Next post რატი იონათამიშვილი: ამ ერთი წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების შესრულების არცერთ სამუშაო ფორმატში არ ერთვებოდა, მაგრამ ამბობდა, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებსო