რატი ბრეგაძე: წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა პოლიტიკური შანტაჟისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ პროტესტი და მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“

Read Time:36 Second

მე არ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოში მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ციხეებში, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაშინდელი ხელისუფლების წევრებმა უნდა გაიზიარონ.

„რა თქმა უნდა, რაც ციხის ტერიტორიაზე ხდებოდა პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რომლებიც მაშინ ქვეყნის ტერიტორიაზე ხდებოდა. წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა მათ შორის პოლიტიკური შანტაჟისთვის. კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეთქვათ პროტესტი და როგორც არჩევნებში, ასევე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონდა ინფორმაცია ციხეში არსებულ ვითარებაზე, ეს უკვე სხვა ტიპის დანაშაულია და წინა ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელია, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: მიშა, იყავი მაგრად! ვერ გაგტეხავენ, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხარ!
Next post ლევან იოსელიანი – სენატორებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა „ხალხის ძალის” კანონპროექტი იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის