რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს: რასაც დაგიწერენ, იმას ახმოვანებთ, ეს არის არაფორმალური მმართველობა“

Read Time:55 Second

,,ვისაც ჩემი გამოსვლა პერსონალურად ეხებოდა, ეს იყო ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული. ჩემი გამოსვლა ეხებოდა მთლიანად სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს“ – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის კითხვას მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 292 ვიზიტორი მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. სარგებლობდა ყველა უფლებით, როგორც ყველა სხვა პატიმარი. ყველა სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, რაც კი დასჭირდა. იმავე მე-12 დაწესებულებაში სპეციალურად მორიგეობდა რეანომობილი, რომ პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესების თეორიული შანსიც გამორიცხული.

,,რაც შეეხება წერილობით თანხმობას, მე ერთ რჩევას მოგცემთ ქალბატონო სალომე, გეცოდინებათ საკანონმდებლო მაცნეს პროგრამა, შეგიძლიათ გახსნათ პატიმრობის კოდექსი და ნახოთ 46-ე მუხლი და თქვენვე გასცემთ თქვენს თავს პასუხს, საჭირო იყო თუ არა წერილობითი თანხმობა“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მინისტრმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის  განცხადებასაც უპასუხა: ,, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლა. თქვენ კი მიჩვეული ხართ არაფორმალურ მმართველობას. გყავთ არჩეული თავმჯდომარე, თუმცა გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს ისარგებლოს საქართველოში აქტიური ან პასიური საარჩევნო უფლებით. თქვენ პარტიულ სტრუქტურას კი არ ემორჩილებით, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ამაზე კლასიკური არაფორმალურ მმართველობაზე თუ შეგიძლიათ რამე მაგალითი მოიყვანოთ, მე ტაშს დაგიკრავთ-  განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა როდესაც გვექნება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც თავიდან იყო შესახლებული
Next post იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია